რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დოკუმენტს ხელი 2016 წლის 25 ნოემბერს მოაწრეს. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა მისი რატიფიცირება იმავე წლის 29 დეკემბერს მოახდინა, ხოლო რუსეთის ფედერალურმა საბჭომ 2017 წლის 3 აპრილს. რატიფიცირებული დოკუმენტები დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში ზნაურ გასიევმა გაცვალეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პენსია 10,4 ათას რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით 440 ლარია. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის საფუძველზე კი 2017 წლის 1-ლი აპრილიდან 2 წლის განმავლობაში პენსიის ოდენობა 18,8%-ით გაიზრდება.